შემწვარი ხორცის ბურთულები. მარტივი კერძი
სირთულე
საშუალო
დრო
60 წუთი
ულუფა
20
კალორია
262 კკალ.
ინგრედიენტები:
- ფარში – 500 გ
- ხახვი – 1 თავი
- ნიორი – 2 კბილი
- კვერცხი – 1 ცალი
- საფანელი – 3 ს/კ
- ზეთი – 6 ს/კ
- მარილი და პილპილი – გემოვნებით
მომზადება:
- ფარშს შევურიოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, გაჭყლეტილი ნიორი,საფანელი,კვერცხი,მარილი და პილპილი.
- კარგად მოვურიოთ და გავაჩეროთ ნახევარი საათი. გავაკეთოთ პატარა ბურთულები და დავაწყოთ პერგამენტის ქაღალდზე.
- ტაფას მოვასხათ ზეთი და შევწვათ ყველა მხრიდან. გამზადებული გუფთები დავაწყოთ ქაღალდის ხელსახოცზე,რომ ზედმეტი ცხიმისგან დაიწრიტოს და მივიტანოთ სუფრასთან.
- გემრიელად მიირთვით!