დესერტი

ფარშირებული გოგრა გამომცხვარი ღუმელში

ფარშირებული გოგრა გამომცხვარი ღუმელში

ფარშირებული გოგრა გამომცხვარი ღუმელში

სირთულე

საშუალო

დრო

40 წუთი

ულუფა

8

კალორია

150 კკალ.

ინგრედიენტები:

  • 1 ცალი ვაშლი ან კომში
  • ნახევარი ჭიქა ნიგოზი
  • 50 გრამი კარაქი
  • ნახევარი ჭიქა ქიშმიში
  • 200 გრამი გრძელი ბრინჯი
  • 1 ცალი გოგრა საშუალო ზომის
  • 50 გრამი შაქარი
  • ვანილი
  • ნახევარი ჩაის კოვზი  დარიჩინი ან ლიმონის ცედრა

მომზადება:

  1. მოვამზადოთ გოგრა.
  2. გოგრას გადავაჭრათ თავი, ამოვასუფთაოთ თესლებისგან.
  3. ბრინჯი ნახევრად მოვხარშოთ საშუალო ცეცხლზე, გადავწუროთ, და ცივი წყალი გადავავლოთ.
  4. ნიგოზი დავჭრათ წვრილად.
  5. ვაშლი დავჭრათ კუბიკებად.
  6. ტაფა შემოვდგათ მაღალ ცეცხლზე გავადნოთ კარაქი, დავამატოთ შაქარი და დავაყაროთ კუბიკებად დაჭრილი ვაშლი.
  7. ვშუშოთ მაღალ ცეცხლზე, თავსახური არ დავაფაროთ ტადფას.
  8. ვაშლის წვენს გამოუშვებს და მსუბუქი კარამელის ფენით დაიფარება.
  9. შემდეგ დავამატოთ ქიშმიში.როდესაც ვაშლის წვენი დაშრება დავამატოთ ნიგოზი, ბრინჯი და კარგად ავურიოთ.
  10. ბოლოს დავამატოთ ვანილი, დარიჩინი ან ლიმონის ცედრა და კარგად აურიოთ.
  11. მიღებული მასით გამოვტენოთ გოგრა, დავახუროთ თავისივე გადანაჭერი თავი და შევდოთ 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
  12. როცა გოგრა დარბილდება (ჩანგლის ჩხვლეტით შევამოწმოთ) კერძი მზადაა.
  13. გემრიელად მიირთვით.

ფარშირებული გოგრა გამომცხვარი ღუმელში