მისაყოლებელი, სხვა

უგემრიელესი ტოსტი ბეკონი, კვერცხი და პომიდვრით

უგემრიელესი ტოსტი ბეკონი, კვერცხი და პომიდვრით

უგემრიელესი ტოსტი ბეკონი, კვერცხი და პომიდვრით

სირთულე

მარტივი

დრო

30 წუთი

ულუფა

6

კალორია

320 კკალ.

ინგრედიენტები:

  • 12 ნაჭერი ბეკონი
  • 12 ცალი პატარა პომიდორი (ჩერი)
  • 6 ცალი კვერცხი,
  • 6 ნაჭერი გახუხული პურის ნაჭერი
  • ზეითუნის ზეთი შესაწვავად
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

  1. ტაფაზე მოვასხათ ზეითუნის ზეთი.
  2. შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე და გახურების შემდეგ დავაწყოთ ბეკონის ნაჭრები და შევწვათ ორივე მხრიდან.
  3. შემწვარი ბეკონი გადმოვალაგოთ ხელსახოც ქაღალდზე, რომ ზედმეტი ცხიმისგან დაიწმინდოს.
  4. პომიდორი გავჭრათ ოთხად, დავაწყოთ იგივე გახურებულ ტაფაზე და შევწვათ ორივე მხრიდან დაახლოებით 4 წუთი თითო მხრიდან. (ზეთი დავამატოთ თუ მოითხოვა)
  5. გადმოვიღოთ შემწვარი პომიდორი თეფშზე და მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.
  6. იგივე ტაფაზე შევწვათ კვერცი მთელ-მთელი. ისე რომ კვერცხის გული არ გამოშრეს და გადმოვიღოთ ტაფიდან.
  7. გახუხული პურის ნაჭრებზე დავალაგოთ მომზადებული ინგრედიენტები შემდეგი თანმიმდევრობით: 2 ცალი ბეკონის ნაჭერი, 4 ნაჭერი პომიდორი, 1 კვერცხი.
  8. მოვაყაროთ ზემოდან მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.
  9. გემრიელად მიირთვით.

უგემრიელესი ტოსტი ბეკონი, კვერცხი და პომიდვრით