ბოსტნეული, ცომეული

ჭარხლის ბლინები. მარტივი რეცეპტი

ბლინები ჭარხლით. მარტივი რეცეპტი

ჭარხლის ბლინები. მარტივი რეცეპტი

სირთულე

მარტივი

დრო

15 წუთი

ულუფა

8

კალორია

120 კკალ.

ინგრედიენტები:

  • 150 გრამი მოხარშული ჭარხალი
  • 200 მლ. რძე
  • 200 მლ. შუშხუნა მინერალური წყალი
  • 2-3 ცალი კვერცხი
  • მწიკვი მარილი
  • 2 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი
  • 160-180 გრამი ფქვილი
  • ზეთი შესაწვავად
  • არაჟანი მირთმევისას

მომზადება:

  1. მოხარშული ჭარხალი დააბლენდერეთ. დაუმატეთ რძე, წყალი და კარგად ათქვიფეთ.
  2. თასში ათქვიფეთ კვერცხი, მარილი და შაქარი. დაუმატეთ ჭარხლის ნაზავს ზეთთან ერთად და კარგად შეურიეთ.
  3. დაუმატეთ ფქვილი ნელნელა და თან ურიეთ.
  4. გააკეთეთ ცომი და 10 წუთით გააჩერეთ.
  5. ამასობაში, გააცხელეთ ტაფა მოასხით მცირე რაოდენობით ზეთი და შეწვით თხელი ბლინები.
  6. მიირთვით არაჟანთან ერთად.
  7. გემრიელად მიირთვით.

ჭარხლის ბლინები. მარტივი რეცეპტი