ბოსტნეული, ცომეული

ჭინჭრის რულეტი. გემრიელი კერძის რეცეპტი

ჭინჭრის რულეტი. გემრიელი კერძის რეცეპტი

ჭინჭრის რულეტი. გემრიელი კერძის რეცეპტი

სირთულე

საშუალო

დრო

40 წუთი

ულუფა

8

კალორია

150 კკალ.

ინგრედიენტები:

  • ცომისთვის:
  • 100-150 გრამი ფქვილი
  • ნახევარი კილოგრამი კარტოფილი
  • 1 ცალი კვერცხი
  • მარილი
  • გულსართისთვის:
  • 1 კილოგრამი ჭინჭარი
  • 5 ღერი ქინძი
  • ზეთი
  • 1 პატარა თავი ხახვი
  • 1 ცალი ახალი ნიორი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული წითელი წიწაკა  გემოვნებით.

მომზადება:

  1. კარტოფილი გავრეცხოთ და მოვხარშოთ კანიანად.
  2. გადავავლოთ ცივი წყალი, გავფცქვნათ და დავჭყლიტოთ.
  3. დავუმატოთ კვერცხი, მარილი, ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი.
  4. ცომი გავაჩეროთ გულსართის მომზადებამდე.
  5. ჭინჭარი გავარჩიოთ და გავრეცხოთ.
  6. მოვწალოთ მდუღარე წყალში 5-7 წუთის განმავლობაში.
  7. ჭინჭარი გავწუროთ და დავკეპოთ დანით.
  8. ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ ზეთში.
  9. დავუმატოთ ახალი ნიორი, წვრილად დაჭრილი მწვანილი და დაკეპილი ჭინჭარი.
  10. მოვშუშოთ დაახლოებით 8 წუთისგანმავლობაში და გავაცივოთ.
  11. ცომი გავაბრტყელოთ, ზემოდან დავდოთ გულსართი, გავშალოთ ცომზე და გადავახვიოთ პერგამენტის ქაღალდში.
  12. ბოლოები კარგად შევუკრათ ძაფით.
  13. ქვაბში ავადუღოთ წყალი და ფრთხილად ჩავუშვათ რულეტი.
  14. ვხარშოთ 25-30 წთ. შემდეგ ამოვიღოთ და გავაცივოთ.
  15. გაცივების შემდეგ დავჭრათ ნაჭრებად.
  16. გემრიელად მიირთვით.

ჭინჭრის რულეტი. გემრიელი კერძის რეცეპტი