პასტა და ბურღულეული, ხორცეული

მაკარონი ქათმის ფილეთი და ყველით.

მაკარონი ქათმის ფილეთი და ყველით.

მაკარონი ქათმის ფილეთი და ყველით

სირთულე

საშუალო

დრო

25 წუთი

ულუფა

4

კალორია

122 კკალ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე – 1 ცალი
  • ყველი 1 ნაჭერი
  • მაკარონი – ნებისმიერი სახეობის, 150 გ
  • ხახვი – 1 თავი
  • კარაქი – 15 გ
  • თეთრი მშრალი ღვინო – 100 მლ
  • ნაღები – 3 ს/კ
  • ქონდარი – დაფქული, მწიკვი
  • მარილი და პილპილი – გემოვნებით

მომზადება:

  1. მოხარშეთ მაკარონი მარილწყალში.
  2. გადაწურეთ.გადაავლეთ ცივი წყალი, მოასხით ოდნავ ზეთი და აურიეთ, რომ არ მიეკრას ერთმანეთს.
  3. გაფცქვენით და დაჭერით ხახვი, მოხრაკეთ კარაქში.
  4. დაასხით ხახვს ღვინო და მოთუშეთ 2-3 წუთი.
  5. შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ქათმის ფილე.
  6. თუშეთ ხორცი მიღებულ მასაში კიდევ 7-8 წუთი, თან პერიოდულად ურიეთ.
  7. გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან, დაუმატეთ ნაღები და მაკარონი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ქონდარი.
  8. ამოურიეთ და ზემოდან მოახეხეთ ყველი.
  9. გემრიელად მიირთვით.

მაკარონი ქათმის ფილეთი და ყველით