ხორცეული

ქათმის რულეტი ყველისა და სოკოს შიგთავსით

ქათმის რულეტი ყველისა და სოკოს შიგთავსით

ქათმის რულეტი ყველისა და სოკოს შიგთავსით

სირთულე

საშუალო

დრო

60 წუთი

ულუფა

8

კალორია

320 კკალ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე – 4 ნაჭერი
  • ქამა სოკო – 250 გ
  • ყველი – 150 გ
  • ნიორი – 3 კბილი
  • მაიონეზი – 3 ს/კ
  • დაჭრილი ბეკონი – 150 გ
  • მარილი და პილპილი – გემოვნებით

მომზადება:

  1. ყველი გახეხეთ მსხვილკბილა სახეხზე . დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, მაიონეზი და კარგად ამოურიეთ.
  2. სოკო მოხარშეთ. დაჭერით ძალიან წვრილად, შეურიეთ ყველის მასას ეს იქნება რულეტის შიგთავსი.
  3. ქათმის ფილე უნდა შეაშროთ.
  4. თითოეული ნაჭერი ჩაჭერით შუაში და ცოტა დაბეგვეთ.
  5. მოაყარეთ ცოტა მარილი და პილპილი.
  6. ფილეზე გაკეთებულ ” ჯიბეში” მოათავსეთ მომზადებული შიგთავსი და რულეტივით გადაახვიეთ, ზემოდან კი ცოტა ხანს გააჩერეთ, რომ გაიჟღინთოს.
  7. შემდეგ დააწყვეთ ტაფაზე და შებრაწეთ 35-40 წუთის განმავლობაში ცხელ აირღუმელში.
  8. თუ სურვილი გაქვთ, რულეტებთან ერთად ტაფაზე დააწყვეთ გრძლად დაჭრილი კარტოფილი, ისიც შებრაწეთ და გარნირიც მზად იქნება.
  9. გემრიელად მიირთვით.

ქათმის რულეტი ყველისა და სოკოს შიგთავსით