ხორცეული

ქათმის ფახიტასი. მექსიკური კერძის რეცეპტი

ქათმის ფახიტასი. მექსიკური კერძის რეცეპტი

ქათმის ფახიტასი. მექსიკური კერძის რეცეპტი

სირთულე

საშუალო

დრო

40 წუთი

ულუფა

4

კალორია

215 კკალ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ქათმის ფილე
  • 8 ცალი ტორტილა ან 4 ცალი თხელი ლავაში
  • 1 ცალი ყვითელი ბულგარული
  • 1 ცალი წითელი ბულგარული
  • 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1/2 ჩაის კოვზი დაფქული ჩილი
  • მწიკვი წითელი დაფქული წიწაკა
  • 1/2 ჩაის კოვზი შავი პილპილი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი
  • 1 ჩაის კოვზი დაფქული ძირა
  • 2-3 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

  1. გრძელ ნაჭრებად დაჭრილი ქათამი ცელოფნის პარკში (შესაკრავი თავით) მოათავსეთ.
  2. მეორე ასეთივე პარკში მოათავსეთ წვრილ ზოლებად დაჭრილი ხახვი და ბულგარული წიწაკა (წითელი, ყვითელი).
  3. ქილაში მოათავსეთ ზეითუნის ზეთი, ლიმნის წვენი, ჩილი, ძირა, წიწაკა, მარილი, პილპილი და ნიორი.
  4. თავსახური კარგად მოუჭირეთ და შეანჯღრიეთ.
  5. მიღებული ნაზავის 1/3 ნაწილი ქათმის ხორცს მოასხით, 1/3 ნაწილი ბოსტნეულს და ნარჩენილი მესამედი გადაინახეთ.
  6. პარკები კარგად შეკარით და მაცივარში ერთი ან ორი საათით მოათავსეთ.
  7. დამარინადებული ბოსტნეული პარკიდან ტაფაზე გადმოასხით და თუშეთ დარბილებამდე, დაახლოებით 5 წუთით.
  8. ბოსტნეული ტაფიდან თეფშზე გადაიტანეთ და ამავე ტაფაზე ქათმის ხორცი მოათავსეთ.
  9. როცა ქათამი შეიწვება, ბოსტნეული ტაფაში ჩააბრუნეთ და დაუმატეთ გადანახული მარინადის მესამედი.
  10. წამოადუღეთ და გამორთეთ.
  11. მივიტანოთ სუფრაზე ტორტილასთან ან თხელ ლავაშთან ერთად.
  12. გემრიელად მიირთვით.

ქათმის ფახიტასი. მექსიკური კერძის რეცეპტი