მოშუშული ღვიძლი
სირთულე
მარტივი
დრო
20 წუთი
ულუფა
5
კალორია
540 კკალ.
ინგრედიენტები:
- 1 კილოგრამი ღვიძლი,
- 100 გრამი ერბო ან სხვა ცხიმი,
- 500 გრამი ხახვი,
- პილპილი გემოვნებით,
- მარილი გემოვნებით,
მომზადება:
- ღვიძლი გავრეცხოთ და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.
- ჩავყაროთ ქვაბში, შემოვდგათ ცეცხლზე და ვშუშოთ, სანამ სითხეს არ შეიშრობს.
- ცალკე ჭურჭელში მოვათავსოთ დაკეპილი ხახვი, დავუმატოთ ერბო ან რომელიმე ცხიმი და კარგად მოვშუშოთ.
- ავურიოთ ღვიძლში, დავუმატოთ ცხიმი, მარილი, დანაყილი პილპილი და ერთად კარგად მოვშუშოთ.
- გემრიელად მიირთვით.