ზღვის პროდუქტები

შემწვარი ორაგული მაიონეზში. რეცეპტი

შემწვარი ორაგული მაიონეზში

შემწვარი ორაგული მაიონეზში

შემწვარი ორაგული მაიონეზში

ინგრედიენტები:

  • 800 გრამი ორაგული,
  • 400 მილილიტრი მაიონეზი,
  • 10 გრამი ქინძი,
  • 10 გრამი კამა,
  • 4 კბილი ნიორი,
  • 200 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • 200 გრამი ხორბლის ფქვილი,
  • 1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი (სუნელი),
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ორაგული გავასუფთავოთ გავრეცხოთ და დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებათ.
  2. დავაყაროთ მარილი ორივე მხრიდან და გავაჩეროთ 4-5 წუთი.
  3. თითოეული ნაჭერი კარგად ამოვავლოთ პურის ფქვილში.
  4. გავაცხელოთ ტაფა დავასხათ მცენარეული ზეთი.
  5. დავალაგოთ ფქვილში ამოვლებული ნაჭრები გახურებულ ტაფაზე და შევწვათ ორივე მხრიდან.
  6. შეწვის დროს ტაფას სახურავი არ დავახუროთ.
  7. შემწვარი ორაგული გადმოვიღოთ ლანგარზე.
  8. მაიონეზი გავხსნათ 1 ჩაის ჭიქა წყალში, დაუმატოთ წვრილათ დაჭრილი ქინძი და კამა,ჩავაჭყლიტოთ ნიორი.
  9. დაუმატოთ ყვითელი ყვავილი და მარილი.
  10. მიღებულ მასაში ჩავალაგოთ შემწვარი გაგრილებული ორაგული და ზევიდან მოვასხათ ორაგულის შეწვის დროს დარჩენილი ცხიმი.

Related Posts