ლავაშის რულონი სტაფილო და ყველით. უბრალო, გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი კერძი ნებისმიერი სუფრისთვის.
სირთულე
მარტივი
დრო
15 წუთი
ულუფა
4
კალორია
250 კკალ.
ინგრედიენტები:
- ყველი 100 გრამი,
- თხელი ლავაში 2 ცალი,
- საშუალო ზომის სტაფილო 1 ცალი,
- 2 ცალი ნიორის კბილი,
- 3 სუფრის კოვზი მაიონეზი,
- ოხრახუში 4-5 ღერი,
- მარილი გემოვნებით.
მომზადება:
- სტაფილო გავასუფთავოთ და გავხეხოთ წვრილ სახეხზე.
- მწვანილი გავრეცხოთ და დავჭრათ წვრილად.
- ყველი გავხეხოთ წვრილ სახეხზე.
- გახეხილი სტაფილო და ყველი მოვათავსოთ თასში და აურიოთ.
- დაუმატოთ მწვანილი და ნიორსაჭყლეტში გატარებული ნიორი.
- დაუმატოთ მაიონეზი, მარილი და აურიოთ კარგად.
- გავშალოთ ლავაში და გადაუსვათ მომზადებული გულსართი.
- გადავახვიოთ რულონად და გავაჩეროთ 15 წუთი.
- ყველის რულონი დავჭრათ გადავიტანოთ თეფშზე.
- გემრიელად მიირთვით.