დესერტი, ტკბილეული

მარტივი ალუბლის ნაყინი, საზაფხულო რეცეპტი

მარტივი ალუბლის ნაყინი

მარტივი ალუბლის ნაყინი. საზაფხულო რეცეპტი.

სირთულე

მარტივი

დრო

30 წუთი

ულუფა

8

კალორია

350 კკალ.

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი ალუბალი,
  • ნახევარი ჭიქა თეთრი ღვინო ან მჟავე ვაშლის წვენი,
  • 1 ქილა შესქელებული რძე,
  • 1 ქილა კონცენტრირებული რძე შაქრის გარეშე,
  • 300 მლ ყველაზე ცხიმიანი ნაღები.

მომზადება:

  1. ალუბალი გავრეცხოთ გამოვაცალოთ კურკები და ჩავყაროთ საშუალო ზომის ქვაბში.
  2. დავასხათ ნახევარი ჭიქა თეთრი ღვინო ან მჟავე ვაშლის წვენი.
  3. დავაფაროთ თავსახური ქვაბს და შემოვდგათ მაღალ ცეცხლზე.
  4. ადუღების შემდეგ დაახლოებით 2 წუთში გადმოვდგათ ცეცხლიდან და დაველოდოთ გაგრილებას
  5. გაგრილებული ალუბალი დავწუროთ თუშფალანგზე.
  6. ალუბალი შევდგათ მაცივარში 2 საათით.
  7. დარჩენილი სითხე ვადუღოთ მანამდე სანამ არ დარჩება დაახლოებით სამი სუფრის კოვზი და გავაცივოთ.
  8. თასზე ერთმანეთში კარგად აურიოთ შესქელებული რძე, კონცენტრირებული უშაქრო რძე, ნაღები და მომზადებული ალუბლის სითხე.
  9. დაუმატოთ აცივებული ალუბალი და ისევ კარგად გადაურიოთ ერთმანეთში.
  10. მომზადებული მასა გადავიტანოთ კონტეინერში და შევდგათ საყინულეში.
  11. გემრიელად მიირთვით.

მარტივი ალუბლის ნაყინი.