მისაყოლებელი

ყველის ბურთულები, საახალწლო რეცეპტი.

ყველის ბურთულები

ყველის ბურთულები, საახალწლო რეცეპტი. უგემრიელესი მისაყოლებელი საახალწლო სუფრისთვის.

სირთულე

მარტივი

დრო

30 წუთი

ულუფა

8

კალორია

460 კკალ.

ინგრედიენტები:

  • ყველი 200 გრამი,
  • კვერცხი 3 ცალი,
  • უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი (მასისთვის) 4 სუფრის კოვზი,
  • უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი (შესაწვავად) 3 სუფრის კოვზი,
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად,
  • მარილი გემოვნებით.

მომზადება:

  1. განვაცალკევოთ კვერცხის გული ცილისგან.
  2. კვერცხის ცილა მოვათავსოთ თასში და კარგად ავთქვიფოთ თეთრი მასის მიღებამდე.
  3. დაუმატოთ ფქვილი და ისევ ავთქვიფოთ.
  4. ყველი გავხეხოთ წვრილ სახეხზე.
  5. დაუმატოთ თასში გახეხილი ყველი და მოურიოთ სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას.
  6. მასა გამოდის ძალიან წებოვანი.
  7. სველი ხელებით დავამგვალოთ მასა პატარა ბურთულებად, ამოვსვაროთ კარგად ფქვილში და დავალაგოთ ფქვილ მოყრილ თეფშზე.
  8. ღრმა ტაფაზე დავასხათ ზეთი(იმდენი რომ ბურთულა თავისუფლად ცურავდეს).
  9. ზეთი რომ გაცხელდება ჩავყაროთ ფრთხილად  და შევწვათ ოქროს ფერის მიღებამდე.
  10. შემწვარი ოქროსფერი ბურთულები ამოვიღოთ ზეთიდან და დავალაგოთ ხელსახოც ქაღალდზე ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად.
  11. ჩვენი უგემრიელესი ყველის ბურთულები მზადაა. მოვრთოთ სალათის ფურცლებთან ერთად თეფშზე და მივიტანოთ საახალწლო სუფრასთან.
  12. გემრიელად მიირთვით.

ყველის ბურთულები, საახალწლო რეცეპტი.

Related Posts