ხორცეული

მოშუშული ღვიძლი . მარტივი და გემრიელი კერძი

მოშუშული ღვიძლი . მარტივი და გემრიელი კერძი

მოშუშული ღვიძლი

სირთულე

მარტივი

დრო

20 წუთი

ულუფა

5

კალორია

540 კკალ.

ინგრედიენტები:

  • 1 კილოგრამი ღვიძლი,
  • 100 გრამი ერბო ან სხვა ცხიმი,
  • 500 გრამი ხახვი,
  • პილპილი გემოვნებით,
  • მარილი გემოვნებით,

მომზადება:

  1. ღვიძლი გავრეცხოთ და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.
  2. ჩავყაროთ ქვაბში, შემოვდგათ ცეცხლზე და ვშუშოთ, სანამ სითხეს არ შეიშრობს.
  3. ცალკე ჭურჭელში მოვათავსოთ დაკეპილი ხახვი, დავუმატოთ ერბო ან რომელიმე ცხიმი და კარგად მოვშუშოთ.
  4. ავურიოთ ღვიძლში, დავუმატოთ ცხიმი, მარილი, დანაყილი პილპილი და ერთად კარგად მოვშუშოთ.
  5. გემრიელად მიირთვით.

მოშუშული ღვიძლი . მარტივი და გემრიელი კერძი