ჯონჯოლის წნილი ძმრით და ზეთით
სირთულე
მარტივი
დრო
10 წუთი
ულუფა
6
კალორია
95 კკალ.
ინგრედიენტები:
- ჯონჯოლის მწნილი 500 გრამი,
- 1 სუფრის კოვზი ზეთი,
- 2 სუფრის კოვზი ძმარი,
- ხახვი 100 გრამი,
- ქინძი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
- ჯონჯოლი მოვათავსოთ თასში.
- ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა და დავამატოთ ჯონჯოლს.
- დავჭრათ ქინძი და დავამატოთ ჯონჯოლს.
- მოვასხათ 2 სუფრის კოვზი ძმარი და 1 სუფრის კოვზი ზეთი და ავურიოთ კარგად.
- გემრიელად მიირთვით.