ქათმის საზაფხულო სალათა
სირთულე
მარტივი
დრო
15 წუთი
ულუფა
4
კალორია
200 კკალ.
ინგრედიენტები:
- 500 გ ქათმის ფილე
- 1 კონა ქინძი
- 1 კონა ნიახური
- 200 გ ბრინჯი გრძელი
- 2 ცალი ბულგარული წიწაკა წითელი და მწვანე
- შავი პილპილი და მარილი გემოვნებით
- დიეტური მაიონეზი ან იოგურტი – გემოვნებით
მომზადება:
- გარეცხეთ და დაჭერით ბულგარული წიწაკა და ნიახური.
- მოხარშეთ ბრინჯი გაავლეთ კარგად ცივი წყალი და დაწურეთ თუშფალანგზე.
- დაჭერით ქინძი და დაუმატეთ სალათს.
- მოხარშული ქათმის ფილე დაჭერით კუბიკებად ან ხელით სასურველ ზომებად დაძენძეთ.
- ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში მაიონეზთან ერთად.
- მოაყარეთ შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
- გემრიელად მიირთვით.