პასტა და ბურღულეული, ხორცეული

ქათმის კარბონარა. იტალიური შედევრი.

ქათმის კარბონარა. იტალიური კულინარიის შედევრი

ქათმის კარბონარა. იტალიური კულინარიის შედევრი

სირთულე

საშუალო

დრო

40 წუთი

ულუფა

4

კალორია

250 კკალ.

ინგრედიენტები:

  • 400 გრამი ფეტუჩინი მაკარონი
  • 5 ნაჭერი ბეკონი
  • 3 კბილი დაკეპილი ნიორი
  • 300 გრამი ქათმის ფილე
  • 4 ცალი ათქვეფილი კვერცხი
  • 3⁄4 ჭიქა გახეხილი პარმეზანი
  • 1 კონა დაჭრილი ოხრახუში
  • მარილი გემოვნებით
  • ახლად დაფქული შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

  1. დიდ ქვაბში მარილიან წყალში მოხარშეთ მაკარონი ფეტუჩინი.
  2. გადაწურეთ და შეინახეთ ნახევარი ჭიქა ნახარში წყალი.
  3. მაკარონი ისევ ქვაბშივე ჩააბრუნეთ.
  4. ამასობაში, დიდ ტაფაზე საშუალო ტემპერატურაზე ბეკონი 5 წუთით მოშუშეთ.
  5. დაუმატეთ ნიორი და ბრაწეთ კიდევ 2–3 წუთით და გადაიტანეთ თასში.
  6. ტაფაზე ბეკონის ცხიმში დაყარეთ ზოლებად სიგრძეზე დაჭრილი ქათმის ხორცი და მოუმატეთ ტემპერატურას.
  7. დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და წვით დაახლოებით 10 წუთით, დროდადრო ამოურით.
  8. შეამცირეთ ტემპერატურა და ბეკონი ისევ ტაფაზე გადაიტანეთ. დაუმატეთ მოხარშული ფეტუჩინი და კარგად ამოურიეთ
  9. პატარა თასში ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ ყველი პარმეზანი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. შეაზავეთ მარილითა და პილპილით.
  10. კვერცხის ნაზავი მაკარონს მოასხით და კარგად ამოურიეთ.
  11. დაუმატეთ შენახული ნახევარი ჭიქა მაკარონის ნახარში წყალი და ამოურიეთ.
  12. ძემოდან მოახეხეთ ყველი პარმეზანი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
  13. მიირთვით მომზადებისთანავე.
  14. გემრიელად მიირთვით.

ქათმის კარბონარა. იტალიური კულინარიის შედევრი