პასტა და ბურღულეული, ხორცეული

ფლავი ხორცით და ჩირით. მარტივი რეცეპტი

ფლავი ხორცით და ჩირით

ფლავი ხორცით და ჩირით

სირთულე

საშუალო

დრო

35 წუთი

ულუფა

4

კალორია

190 კკალ.

ინგრედიენტები:

  • მარილი და პილპილი-გემოვნებით
  • 300 გ საქონლის ან ცხვრის ხორცი
  • 1 ცალი სტაფილო
  • 10-12 ცალი ჩირი (გარგარი ან შავი ქლიავი)
  • 1 ჭიქა ბრინჯი გრძელი
  • ძირა – გემოვნებით

მომზადება:

  1. გრძელი ბრინჯი კარგად გავრეცხოთ, გადავწუროთ, გავავლოთ ცივი წყალი, დავწუროთ.
  2. ქვაბში ცხიმში დავბრაწოთ ხორცის ნაჭრები.
  3. დავამატოთ ჩხირებად დაჭრილი სტაფილო და ჩირი.
  4. ვშუშოთ ცოტა ხანს.
  5. დავამატოთ მარილი, პილპილი, ძირა.
  6. დაწურული ბრინჯი, დავაყაროთ ხორცს.
  7. დავასხათ 2 ჭიქა წყალი, დავახუროთ და წამოვადუღოთ.
  8. შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს და ვხარშოთ სითხის დაშრობამდე.
  9. გემრიელდად მიირთვით.

ფლავი ხორცით და ჩირით

Related Posts