ბოსტნეული, სხვა

ღუმელში შემწვარი ნივრიანი კარტოფილი ყველით

ღუმელში შემწვარი ნივრიანი კარტოფილი ყველით

ღუმელში შემწვარი ნივრიანი კარტოფილი ყველით

სირთულე

საშუალო

დრო

60 წუთი

ულუფა

8

კალორია

220 კკალ.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი – 4-5 ცალი
  • გამდნარი კარაქი – 150 გ
  • დაჭყლეტილი ნიორი – 1 თავი
  • ზეთი – 2-3 ჩ/კ
  • მარილი და პილპილი
  • გახეხილი ყველი (სასურველია პარმეზანი)სულგუნი – მოსაყრელად.

მომზადება:

  1. მოზრდილი კარტოფილი გარეცხეთ კარგად ჯაგრისით, დასერეთ ისე, რომ ბოლომდე არ გაჭრათ.
  2. გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ზეთი, ნიორი ( შეგვიძლია დავჭრათ წვრილად ან დავჭლიტოთ).
  3. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი.დაალაგეთ კარტოფილები.
  4. კულინარიული ფუნჯის მეშვეობით წაუსვით კარტოფილს ნივრიანი კარაქის მასა,
    მოაყარეთ მარილი და პილპილი და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთით.
  5. შემდეგ გამოიღეთ, კვლავ გადაუსვით ნივრიანი კარაქი, მოაყარეთ გახეხილი ყველიდა კვლავ და შედგით ღუმელში ახლა 15 წუთით.
  6. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.
  7. გემრიელად მიირთვით!

ღუმელში შემწვარი ნივრიანი კარტოფილი ყველით

5/5 (2 Reviews)

Related Posts