ბოსტნეული, მისაყოლებელი

კარტოფილის კროკეტები ყველით. მარტივი რეცეპტი

კარტოფილის კროკეტები ყველით

კარტოფილის კროკეტები ყველით

სირთულე

საშუალო

დრო

36 წუთი

ულუფა

4

კალორია

211 კკალ.

ინგრედიენტები:

  • კარტოფილის პიურე – 250 გ
  • ყველი (მაგარი სახეობის) – 100 გ
  • ლორი, ბეკონი,ძეხვი – დაჭრილი 100 გ
  • მარილი და პილპილი – გემოვნებით
  • ფქვილი – 10 გ
  • კვერცხი – ოდნავ ათქვეფილი
  • საფანელი
  • ზეთი – 2 ს/კ

მომზადება:

  1. კარტოფილის მზა პიურეს დაუმატეთ გახეხილი ყველი, ლორი (ძეხვი ან ბეკონი), დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
  2. გააკეთეთ პატარა ბურთები.
  3. ათქვიფეთ კვერცხი ჩანგლით. კარტოფილის ბურთები ამოავლეთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში, ბოლოს კი – საფანელში.
  4. მოათავსეთ კროკეტები ცხიმწასმულ ფირფიტაზე და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით.
  5. შემდეგ გამოიღეთ, გადმოაბრუნეთ ბურთები და კვლავ აცხვეთ 10 წუთი.
  6. გემრიელად მიირთვით!

კარტოფილის კროკეტები ყველით