ღუმელში შემწვარი ნივრიანი კარტოფილი ყველით
სირთულე
საშუალო
დრო
60 წუთი
ულუფა
8
კალორია
220 კკალ.
ინგრედიენტები
- კარტოფილი – 4-5 ცალი
- გამდნარი კარაქი – 150 გ
- დაჭყლეტილი ნიორი – 1 თავი
- ზეთი – 2-3 ჩ/კ
- მარილი და პილპილი
- გახეხილი ყველი (სასურველია პარმეზანი)სულგუნი – მოსაყრელად.
მომზადება:
- მოზრდილი კარტოფილი გარეცხეთ კარგად ჯაგრისით, დასერეთ ისე, რომ ბოლომდე არ გაჭრათ.
- გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ზეთი, ნიორი ( შეგვიძლია დავჭრათ წვრილად ან დავჭლიტოთ).
- გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი.დაალაგეთ კარტოფილები.
- კულინარიული ფუნჯის მეშვეობით წაუსვით კარტოფილს ნივრიანი კარაქის მასა,
მოაყარეთ მარილი და პილპილი და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთით. - შემდეგ გამოიღეთ, კვლავ გადაუსვით ნივრიანი კარაქი, მოაყარეთ გახეხილი ყველიდა კვლავ და შედგით ღუმელში ახლა 15 წუთით.
- სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.
- გემრიელად მიირთვით!