ბოსტნეული, მისაყოლებელი

ლავაშის რულონი სტაფილო და ყველით

ლავაშის რულონი სტაფილო და ყველით

ლავაშის რულონი სტაფილო და ყველით. უბრალო, გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი კერძი ნებისმიერი სუფრისთვის.

სირთულე

მარტივი

დრო

15 წუთი

ულუფა

4

კალორია

250 კკალ.

ინგრედიენტები:

  • ყველი 100 გრამი,
  • თხელი ლავაში 2 ცალი,
  • საშუალო ზომის სტაფილო 1 ცალი,
  • 2 ცალი ნიორის კბილი,
  • 3 სუფრის კოვზი მაიონეზი,
  • ოხრახუში 4-5 ღერი,
  • მარილი გემოვნებით.

მომზადება:

  1. სტაფილო გავასუფთავოთ და გავხეხოთ წვრილ სახეხზე.
  2. მწვანილი გავრეცხოთ და დავჭრათ წვრილად.
  3. ყველი გავხეხოთ წვრილ სახეხზე.
  4. გახეხილი სტაფილო და ყველი მოვათავსოთ თასში და აურიოთ.
  5. დაუმატოთ მწვანილი და ნიორსაჭყლეტში გატარებული ნიორი.
  6. დაუმატოთ მაიონეზი, მარილი და აურიოთ კარგად.
  7. გავშალოთ ლავაში და გადაუსვათ მომზადებული გულსართი.
  8. გადავახვიოთ რულონად და გავაჩეროთ 15 წუთი.
  9. ყველის რულონი დავჭრათ გადავიტანოთ თეფშზე.
  10. გემრიელად მიირთვით.

ლავაშის რულონი სტაფილო და ყველით.

5/5 (2 Reviews)

Related Posts