ჩაშუშული ქათმის ღვიძლი
ჩაშუშული ქათმის ღვიძლი
ინგრედიენტები:
- 500 გრამი ქათმის ღვიძლი,
- 1 ცალი ბულგარული წიწაკა,
- 2 ცალი ხახვი,
- 10 გრამი ოხრახუში,
- 10 გრამი ქინძი,
- 10 გრამი კამა,
- 3 კბილი ნიორი,
- 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით მწარე წიწაკა,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ღვიძლი გავრეცხოთ და დავჭრათ საშუალო კუბიკებად.
- კამა, ქინძი, ოხრახუში და ნიორი დავჭრათ წვრილად.
- ხახვი და ბულგარული წიწაკა დავჭრათ გრძლად.
- ტაფაზე დავყაროთ დაჭრილი ღვიძლი, დავასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი და შევდგათ საშუალო ცეცხლზე.
- ვადუღოთ 3-4 წუთი და გადაუწუროთ წყალი.
- დაუმატოთ მცენარეული ზეთი და ჩავშუშოთ 6-7 წუთის განმავლობაში.
- დაუმატოთ დაჭრილი ხახვი, ბულგარული წიწაკა, ქინძი, კამა, ოხრახუში, მარილი, მწარე წიწაკა, ნიორი და ვშუშოთ კიდევ 5 წუთი.
- მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.