ხორცეული

ქათმის მწვადი, მარტივი კერძის რეცეპტი.

ქათმის მწვადი

ქათმის მწვადი

ქათმის მწვადი

ინგრედიენტები:

  • 300 გრამი ქათმის ფილე,
  • 50 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით წიწაკა დაფქული,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ქათმის ფილე გავრეცხოთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა ყველა მხრიდან და გავაჩეროთ 10 წუთი.
  2. 10 წუთის შემდეგ დავჭრათ სასურველი ზომის კუბიკებად.
  3. ქათმის ფილეს კუბიკები ფრთხილად წამოვაგოთ შამფურზე.
  4. გავაცხელოთ ტაფა, დავასხათ მცენარეული ზეთი, დავალაგოთ მწვადი და შევწვათ ყველა მხრიდან.
  5. მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.

Related Posts