ხორცეული

ქათმის ბარკლები ტკბილ-მჟავე სოუსში

ქათმის ბარკლები ტკბილ-მჟავე სოუსში

ქათმის ბარკლები ტკბილ-მჟავე სოუსში

სირთულე

საშუალო

დრო

60 წუთი

ულუფა

4

კალორია

150 კკალ.

ინგრედიენტები:

  • 700 გრამი ქათმის ბარკლები
  • 5 ცალი პამიდორი
  • 1 ცალი სტაფილო
  • 1 ცალი ხახვი
  • 4 კბილი ნიორი
  • 1 ცალი ბულგარული წიწაკა
  • 2 ღერი როზმარინი
  • 5 ღერი ოხრახუში
  • 1 ცალი წიწაკა ჩილი
  • 100 მლ თეთრი ღვინო
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 მწიკვი შაქარი
  • 2 ცალი დაფნის ფოთოლი
  • 5 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • ნახევარი ჩაის კოვზი შავი პილპილი

მომზადება:

  1. ბოსტნეული გარეცხეთ და გაასუფთავეთ.
  2. ბარკლებს მარილი და პილპილი მოაყარეთ და 10 წუთით გააჩერეთ.
  3. პამიდორს კანი გააცალეთ და სახეხზე გახეხეთ.
  4. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა, სტაფილო კი – პატარა კუბიკებად.
  5. ბულგარული წიწაკა დაჭერით მოგრძო წვრილ ნაჭრებად.
  6. ნიორი დაჭყკიტეთ ნიორსაჭყლეტში.
  7. გააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეთი ტაფაზე და ბარკლები შეწვით კარგად შეწითლებამდე.
  8. გადმოიტანეთ თეფშზე და ამავე ტაფაზე დარჩენილ მეთში მოთუშეთ ხახვი და სტაფილო.
  9. დაამატეთ ბულგარული წიწაკა და ნიორი.
  10. თუშეთ კიდევ 3 წუთი. დაასხით ღვინო, ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი და როზმარინი, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
  11. ჩააწყვეთ მასში ბარკლები.
  12. დაასხით გახეხილი პამიდორი და მიიყვანეთ ადუღებამდე.
  13. ბარკლები მთლიანად უნდა დაიფაროს. თუ ასე არ არის, დაამატეთ ბულიონი ან წყალი.
  14. დაუწიეთ ცეცხლს და თუშეთ ქათამი თავდახურულ ტაფაში 40 წუთი.
  15. მომზადებამდე 10 წუთით ადრე ტაფას თავსახური მოხადეთ და ცეცხლს აუწიეთ.
  16. სოუსი ცოტათი უნდა შესქელდეს. გასინჯეთ სოუსი და სურვილისამებრ დაამატეთ მარილი და შაქარი.
  17. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, გადაურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
  18. გემრიელად მიირთვით.

ქათმის ბარკლები ტკბილ-მჟავე სოუსში