ბოსტნეული, ხორცეული

ბოსტნეულის რულეტი ქათმის ფილეთი

ბოსტნეულის რულეტი ქათმის ფილეთი

ბოსტნეულის რულეტი ქათმის ფილეთი

ბოსტნეულის რულეტი

  • 6 ცალი თხელი ლავაში,
  • 300 გრამი ქათმის ფილე,
  • 5 ცალი მწვანე ხახვი,
  • 4 ცალი კარტოფილი,
  • 3 ცალი სტაფილო,
  • 50 გრამი სალათის ფურცლები,
  • გემოვნებით მარილი,
  • სოუსისთვის:
  • 50 მილილიტრი მაიონეზი,
  • 1 ცალი კიტრი,
  • 2 კბილი ნიორი,
  • 10 გრამი კამა,
  • გემოვნებით შავი პილპილი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. სოუსი:
  2. კიტრი გავრეცხოთ, გავფცქვნათ, გავჭრათ შუაზე და ნახევარი გავხეხოთ წვრილ სახეხზე. ნახევარი შევინახოთ გასაფორმებლად.
  3. ნიორი დავჭრათ წვრილად.
  4. კამა დავჭრათ წვრილად.
  5. ავიღოთ პატარა სასალათე ჩავასხათ მაიონეზი დაუმატოთ კამა, ნიორი, კიტრი, მარილი, შავი პილპილი და აურიოთ კარგად.
  6. სოუსი მზადაა.
  7. კარტოფილი გავრეცხოთ, მოვხარშოთ, გავფცქვნათ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
  8. სტაფილო გავრეცხოთ, მოვხარშოთ, და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
  9. ქათმის ფილე მოვხარშოთ და დავჭრათ წვრილად.
  10. ხახვი დავჭრათ წვრილად.
  11. სალათის ფურცლები დავჭრათ წვრილად.
  12. ავიღოთ თხელი ლავაში გავშალოთ და გადაუსვათ მომზადებული სოუსი.
  13. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და სალათის ფურცლები.
  14. მოვაყაროთ მსხვილად გახეხილი კარტოფილი და სტაფილო.
  15. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქათმის ფილე.
  16. შეგვიძლია დაუმატოთ მარილი გემოვნებით.
  17. გადავაფაროთ მეორე თხელი ლავაში ზევიდან და გადავახვიოთ.
  18. გადახვეული რულეტი დავჭრათ ჩვენთვის სასურველ სისქის ნაჭრებად გადმოვიღოთ ლანგარზე და გავაფორმოთ კიტრის თხელი ნაჭრებით და წვრილად დაჭრილი ხახვით.
  19. გემრიელათ მიირთვით.

Related Posts