ბოსტნეული

ჩაშუშული კომბოსტო კარტოფილით, რეცეპტი.

ჩაშუშული კომბოსტო კარტოფილით

ჩაშუშული კომბოსტო კარტოფილით

ჩაშუშული კომბოსტო კარტოფილით

ინგრედიენტები:

  • 1 ცალი კომბოსტო,
  • 6 ცალი კარტოფილი,
  • 1 ცალი ხახვი,
  • 5 გრამი ქინძი,
  • 5 გრამი ოხრახუში,
  • 5 გრამი ნიახური,
  • 50 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • 2 სუფრის კოვზი პამიდვრის პასტა,
  • გემოვნებით წიწაკა,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ხახვი დავჭრათ წვრილად.
  2. ოხრახუში, ქინძი, მწარე წიწაკა და ნიახური დავჭრათ წვრილად.
  3. კომბოსტოს ამოვაჭრათ გამაგრებული ნაწილი შუაგულიდან და დავჭრათ საშუალო გრძელ ღეროებად.
  4. კარტოფილი გავთალოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ მოზრდილ კუბიკებად.
  5. ავიღოთ ქვაბი, ჩავასხათ მცენარეული ზეთი ჩავყაროთ ხახვი და მოვშუშოთ.
  6. მოშუშულ ხახვს დავასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი, ჩავყაროთ კომბოსტო დავახუროთ თავსაფარი და ვშუშოთ 15-20 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე.(თუ წყალს ამოიშრობს შუშვის დროს დაუმატოთ.)
  7. როდესაც კომბოსტო დარბილდება დაუმატოთ კარტოფილი და ნახევარი ჩაის ჭიქა წყალი, დავახუროთ თავსახური და ისევ გავაგრძელოთ შუშვა კარტოფილის მოხარშვამდე.
  8. კარტოფილი რომ მოიხარშება დაუმატოთ ნახევარ ჩაის ჭიქა წყალში გახსნილი პამიდვრის პასტა, მარილი, მწვანილები, წიწაკა, კარგად ამოურიოთ და გავაჩეროთ ცეცხლზე კიდევ 3-4 წუთი.
  9. მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.
  10. გემრიელათ მიირთვით.