შაურმა ქათმის ღვიძლით
შაურმა ქათმის ღვიძლით
ინგრედიენტები:
- 500 გრამი ქათმის ღვიძლი,
- 2 ცალი თხელი ლავაში,
- 1 ცალი ბულგარული წიწაკა,
- 2 ცალი ხახვი,
- 10 გრამი ოხრახუში,
- 10 გრამი კამა,
- 10 გრამი ქინძი,
- 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით მწარე წიწაკა,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ღვიძლი გავრეცხოთ და დავჭრათ საშუალო კუბიკებად.
- კამა, ქინძი და ოხრახუში დავჭრათ წვრილად.
- ხახვი და ბულგარული წიწაკა დავჭრათ გრძლად.
- ტაფაზე დავყაროთ დაჭრილი ღვიძლი, დავასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი და შევდგათ საშუალო ცეცხლზე.
- ვადუღოთ 3-4 წუთი და გადაუწუროთ წყალი.
- დაუმატოთ მცენარეული ზეთი და ჩავშუშოთ 6-7 წუთის განმავლობაში.
- დაუმატოთ დაჭრილი ხახვი, ბულგარული წიწაკა, ქინძი, კამა, ოხრახუში, მარილი, მწარე წიწაკა და ვშუშოთ კიდევ 5 წუთი.(ცოტა დავტოვოთ გადახვევისთვის)
- ლავაში ავიღოთ დავაფინოთ სიგრძეზე და გადავკეცოთ 1/4-ზე.
- კოვზით მოვათავსოთ მიღებული მასა ლავაშზე.
- მოვაყაროთ დარჩენილი მწვანილი ხახვი და ბულგარული წიწაკა.
- გვერდები კარგად გადაუკეცოთ და გადავახვიოთ.