ხორცეული

ჩაშუშული ქათმის ღვიძლი, საუკეთესო რეცეპტი.

ჩაშუშული ქათმის ღვიძლი

ჩაშუშული ქათმის ღვიძლი

ჩაშუშული ქათმის ღვიძლი

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი ქათმის ღვიძლი,
  • 1 ცალი ბულგარული წიწაკა,
  • 2 ცალი ხახვი,
  • 10 გრამი ოხრახუში,
  • 10 გრამი ქინძი,
  • 10 გრამი კამა,
  • 3 კბილი ნიორი,
  • 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით მწარე წიწაკა,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ღვიძლი გავრეცხოთ და დავჭრათ საშუალო კუბიკებად.
  2. კამა, ქინძი, ოხრახუში და ნიორი დავჭრათ წვრილად.
  3. ხახვი და ბულგარული წიწაკა დავჭრათ გრძლად.
  4. ტაფაზე დავყაროთ დაჭრილი ღვიძლი, დავასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი და შევდგათ საშუალო ცეცხლზე.
  5. ვადუღოთ 3-4 წუთი და გადაუწუროთ წყალი.
  6. დაუმატოთ მცენარეული ზეთი და ჩავშუშოთ 6-7 წუთის განმავლობაში.
  7. დაუმატოთ დაჭრილი ხახვი, ბულგარული წიწაკა, ქინძი, კამა, ოხრახუში, მარილი, მწარე წიწაკა, ნიორი და ვშუშოთ კიდევ 5 წუთი.
  8. მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.

Related Posts