ქათმის საცივი
სირთულე
საშუალო
დრო
60 წუთი
ულუფა
8
კალორია
550 კკალ.
ინგრედიენტები:
- ქათამი,
- 500 გრამი ნიგოზი,
- 4-5 თავი ხახვი,
- 2 ჩაის კოვზი ზაფრანა,
- 4 ჩაის კოვზი უცხო სუნელი,
- 2 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი,
- 3-4 ცალი მიხაკი,
- 1 ჩაის კოვზი დარიჩინი,
- 4 კბილი ნიორი,
- 1 სუფრის კოვზი ძმარი,
- 10 ჩაის ჭიქა ნახარში წვენი,
- წიწაკა გემოვნებით,
- მარილი გემოვნებით,
მომზადება:
- გასუფთავებული , გარეცხილი ქათამი ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე და ნახევრად მოვხარშოთ.
- მერე ამოვიღოთ წვენიდან, დავდოთ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად.
- ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და მასში მოვშუშოთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი.
- შუშვის დროს დავამატოთ ბულიონიდან მოხდილი ცხიმი და თან ვურიოთ, რომ არ დაიწვეს.
- როცა ოდნავ ვარდისფერს მიიღებს ჩავასხათ ბულიონში.
- ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ ორჯერ.
- ყვითელი ყვავილი (ზაფრანა) კარგად დავნაყოთ მარილთან ერთად, ჩავყაროთ ნიორი, ავურიოთ ნიგოზში და ხელით ვსრისოთ, სანამ საკმაო რაოდენობის ზეთს არ გამოვხდით.
- ცალკე დავნაყოთ ნიგოზთან ერთად უცხო სუნელი, დარიჩინი, მიხაკი, ქინძის მარცვლები და წიწაკა.
- ყველაფერი ეს გავხსნათ თბილ ბულიონში, კარგად მოვურიოთ, გავატაროთ საცერში და დავდგათ ნელ ცეცხლზე მოსახარშად.
- ორი კვერცხის გული გავხსნათ ერთ სუფრის კოვზ ძმარში და როცა საცივი თითქმის მზად იქნება, ნელა ჩავასხათ და თან სულ ვურიოთ, რომ არ აგვეჭრას.
- ადუღებამდე ჩავაწყოთ შიგ ნაჭრებად დაჭრილიო შემწვარი ინდაური და წამოდუღების თანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან.
- როცა მზად იქნება, საცივი ამოვიღოთ ლანგარზე და სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.
- გემრიელად მიირთვით.