ქათმის კარბონარა. იტალიური კულინარიის შედევრი
სირთულე
საშუალო
დრო
40 წუთი
ულუფა
4
კალორია
250 კკალ.
ინგრედიენტები:
- 400 გრამი ფეტუჩინი მაკარონი
- 5 ნაჭერი ბეკონი
- 3 კბილი დაკეპილი ნიორი
- 300 გრამი ქათმის ფილე
- 4 ცალი ათქვეფილი კვერცხი
- 3⁄4 ჭიქა გახეხილი პარმეზანი
- 1 კონა დაჭრილი ოხრახუში
- მარილი გემოვნებით
- ახლად დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება:
- დიდ ქვაბში მარილიან წყალში მოხარშეთ მაკარონი ფეტუჩინი.
- გადაწურეთ და შეინახეთ ნახევარი ჭიქა ნახარში წყალი.
- მაკარონი ისევ ქვაბშივე ჩააბრუნეთ.
- ამასობაში, დიდ ტაფაზე საშუალო ტემპერატურაზე ბეკონი 5 წუთით მოშუშეთ.
- დაუმატეთ ნიორი და ბრაწეთ კიდევ 2–3 წუთით და გადაიტანეთ თასში.
- ტაფაზე ბეკონის ცხიმში დაყარეთ ზოლებად სიგრძეზე დაჭრილი ქათმის ხორცი და მოუმატეთ ტემპერატურას.
- დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და წვით დაახლოებით 10 წუთით, დროდადრო ამოურით.
- შეამცირეთ ტემპერატურა და ბეკონი ისევ ტაფაზე გადაიტანეთ. დაუმატეთ მოხარშული ფეტუჩინი და კარგად ამოურიეთ
- პატარა თასში ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ ყველი პარმეზანი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. შეაზავეთ მარილითა და პილპილით.
- კვერცხის ნაზავი მაკარონს მოასხით და კარგად ამოურიეთ.
- დაუმატეთ შენახული ნახევარი ჭიქა მაკარონის ნახარში წყალი და ამოურიეთ.
- ძემოდან მოახეხეთ ყველი პარმეზანი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
- მიირთვით მომზადებისთანავე.
- გემრიელად მიირთვით.