ქათმის ბარკლები ტკბილ-მჟავე სოუსში
სირთულე
საშუალო
დრო
60 წუთი
ულუფა
4
კალორია
150 კკალ.
ინგრედიენტები:
- 700 გრამი ქათმის ბარკლები
- 5 ცალი პამიდორი
- 1 ცალი სტაფილო
- 1 ცალი ხახვი
- 4 კბილი ნიორი
- 1 ცალი ბულგარული წიწაკა
- 2 ღერი როზმარინი
- 5 ღერი ოხრახუში
- 1 ცალი წიწაკა ჩილი
- 100 მლ თეთრი ღვინო
- 1 ჩაის კოვზი მარილი
- 1 მწიკვი შაქარი
- 2 ცალი დაფნის ფოთოლი
- 5 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- ნახევარი ჩაის კოვზი შავი პილპილი
მომზადება:
- ბოსტნეული გარეცხეთ და გაასუფთავეთ.
- ბარკლებს მარილი და პილპილი მოაყარეთ და 10 წუთით გააჩერეთ.
- პამიდორს კანი გააცალეთ და სახეხზე გახეხეთ.
- ხახვი დაჭერით ალყა-ალყა, სტაფილო კი – პატარა კუბიკებად.
- ბულგარული წიწაკა დაჭერით მოგრძო წვრილ ნაჭრებად.
- ნიორი დაჭყკიტეთ ნიორსაჭყლეტში.
- გააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეთი ტაფაზე და ბარკლები შეწვით კარგად შეწითლებამდე.
- გადმოიტანეთ თეფშზე და ამავე ტაფაზე დარჩენილ მეთში მოთუშეთ ხახვი და სტაფილო.
- დაამატეთ ბულგარული წიწაკა და ნიორი.
- თუშეთ კიდევ 3 წუთი. დაასხით ღვინო, ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი და როზმარინი, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
- ჩააწყვეთ მასში ბარკლები.
- დაასხით გახეხილი პამიდორი და მიიყვანეთ ადუღებამდე.
- ბარკლები მთლიანად უნდა დაიფაროს. თუ ასე არ არის, დაამატეთ ბულიონი ან წყალი.
- დაუწიეთ ცეცხლს და თუშეთ ქათამი თავდახურულ ტაფაში 40 წუთი.
- მომზადებამდე 10 წუთით ადრე ტაფას თავსახური მოხადეთ და ცეცხლს აუწიეთ.
- სოუსი ცოტათი უნდა შესქელდეს. გასინჯეთ სოუსი და სურვილისამებრ დაამატეთ მარილი და შაქარი.
- მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, გადაურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
- გემრიელად მიირთვით.