ფეტა ნივრით და მწვანილით.
სირთულე
მარტივი
დრო
60 წუთი
ულუფა
4
კალორია
150 კკალ.
ინგრედიენტები:
- 4 ცალი მოზრდილი ნივრის კბილი,
- 500 გრამი ყველი ფეტა,
- 1 ჭიქა ჩვეულებრივი იოგურტი,
- 5-6 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი,
- მარილი გემოვნებით,
- ახალი დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით,
- მწვანილები(ქინძი, კამა, ოხრახუში) გემოვნებით.
მომზადება:
- ნიორი და მწვანილები დავჭრათ წვრილად.
- მოვათავსოთ ნიორი, მწვანილი, იოგურტი და ზეთი ბლენდერში,
- დავაბლენდეროთ სანამ არ მივიღებთ ერთიან მასას,
- დაუმატოთ ყველი ფეტა, მარილი, შავი პილპილი და ისევ დავაბლენდეროთ.
- ჰერმეტულად დავხუროთ და შევდგათ მაცივარში ერთი საათით,
- გემრიელად მიირთვით.