ბოსტნეული

ახალი კარტოფილი კამით და სვანური მარილით

ახალი კარტოფილი კამით და სვანური მარილით

ახალი კარტოფილი კამით და სვანური მარილით. ახალ კარტოფილს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ გაზაფხულის სეზონის ერთ-ერთი მთავარი კერძი, რომელიც ძალიან მარტივი მოსამზადებელია  და უგემრიელესი გამოდის. სულ რაღაც თხუთმეტი წუთი დაგჭირდებათ ამ არაჩვეულებრივი კერძის მოსამზადებლად, მაგრამ შედეგი მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბებს. თუ თქვენ კარტოფილის მოყვარული ხართ ეს რეცეპტი ზუსტად რომ თქვენთვისაა. ახალ კარტოფილს სასარგებლო თვისებებიც აქვს: მასში ძალიან ცოტა რაოდენობითაა ნახშირწყლები. შესაბამისად მისი კალორიულობა ძველზე დაახლოებით 30-40%-ით ნაკლებია (100გრ ახალი – 36კკალ, ძველი – 80კკალ). გაითვალისწინეთ რომ, ახალი კარტოფილს ისე კარგად ვერ შევინახავთ როგორც ძველს, ამიტომ უმჯობესია თუ კარტოფილს რამოდენიმე დღეში გამოვიყენებთ კერძის მოსამზადებლად. ასევე არ არის აუცილებელი ახალი კარტოფილის გათლა, საკმარისია მხოლოდ კარგი გარეცხვა რის დროსაც ძალიან მარტივად ძვრება ნორჩი კანი. შემწვარი კარტოფილი უმჯობესია მივირთვათ ახალი ტყემლის სოუსთან ერთად.

სირთულე

მარტივი

დრო

15 წუთი

ულუფა

4

კალორია

150 კკალ.

ინგრედიენტები:

  • 1 კილოგრამი ახალი კარტოფილი,
  • მცენარეული ზეთი,
  • სვანური მარილი გემოვნებით,
  • ნახევარი კონა კამა.

მომზადება:

  1. კარტოფილი კარგად გავრეცხოთ დავტოვოთ კანიანად.
  2. გახურებულ ტაფაზე დავასხათ ბლომად ზეთი და დავყაროთ კარტოფილი.
  3. კარტოფილი შევწვათ მანამდე სანამ არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას.
  4. შემწვარი კარტოფილი გადმოვიღოთ თეფშზე მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა და სვანური მარილი.
  5. გემრიელად მიირთვით.

ახალი კარტოფილი კამით და სვანური მარილით.