კოწახურის საწებელი. უმარტივესი რეცეპტი
სირთულე
მარტივი
დრო
30 წუთი
ულუფა
8
კალორია
60 კკალ.
ინგრედიენტები:
- 2 კგ მწიფე კოწახური
- 5-6 კბილი ნიორი
- 1 დიდი კონა ქინძი
- 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
- 1 კონა ომბალო
- მარილი გემოვნებით
- დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით.
მომზადება:
- კოწახური გავატაროთ ხორცაკეპ მანქანაში, გავჩხაკოთ და გავატაროთ საცერში.
- ქინძი, ომბალო , ნიორი გავატაროთ ხორცაკეპ მანქანაში.
- მიღებული მასა შევურიოთ კოწახურის მასას.
- დავუმატოთ ხმელი ქინძი, მარილი, წიწაკა და ავურიოთ კარგად.
- გემრიელად მიირთვით.