ომლეტი სოსისით და ყველით
ომლეტი სოსისით და ყველით
ინგრედიენტები:
- 100 გრამი ყველი,
- 3 ცალი სოსისი,
- 3 ცალი კვერცხი,
- 50 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- 1 ცალი ბულგარული წიწაკა,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
- 3კვერცხი, 2 სუფრის კოვზი წყალი და მარილი ავთქვიფოთ თასში.
- დაუმატოთ გახეხილი ყველი.
- სოსისი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად.
- გაცხელებულ ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი.
- დავაყაროთ დაჭრილი სოსისი და შევწვათ საჭუალო ცეცხლზე.
- სოსისი რომ შეიწვება დავასხათ ათქვლეფილი კვერცხი და დავახუროთ თავსახური ტაფას.
- ბულგარული წიწაკა დავჭრათ რგოლებად და დავალაგოთ ომლეტზე.
- მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.