ხორცეული

შაურმა კარტოფილით და სოსისით, რეცეპტი.

შაურმა კარტოფილით და სოსისით

შაურმა კარტოფილით და სოსისით

შაურმა კარტოფილით და სოსისით

ინგრედიენტები:

  • 300 გრამი კარტოფილი,
  • 200 გრამი სოსისი,
  • 10 გრამი ქინძი,
  • 1 ცალი ხახვი,
  • 70 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • 2 ცალი თხელი ლავაში,
  • გემოვნებით მაიონეზი,
  • გემოვნებით კეჩუპი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. კარტოფილი გავრეცხოთ,გავთალოთ და დავჭრათ წვრილ კუბიკებად.
  2. სოსისი დავჭრათ წვრილ კუბიკებად.
  3. ქინძი დავჭრათ წვრილად.
  4. ხახვი დავჭრათ სიგრძეზე.
  5. გავახუროთ ტაფა, დავასხათ მცენარეული ზეთი, დავყაროთ კარტოფილი და მოვაყაროთ მარილი.
  6. როცა კარტოფილი მიიღებს ოქროსფერს დავაყაროთ სოსისი .
  7. შეწვის დროს ამოურიოთ რომ არ მიიკრას ტაფაზე.
  8. ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი.
  9. ლავაში ავიღოთ დავაფინოთ სიგრძეზე და გადავკეცოთ 1/4-ზე.
  10. კოვზით მოვათავსოთ მიღებული მასა ლავაშზე.
  11. მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი.
  12. მოვასხათ მაიონეზი და კეჩუპი.
  13. გვერდები კარგად გადაუკეცოთ და გადავახვიოთ.