სპაგეტი სოსისით და ბარდით
სპაგეტი სოსისით და ბარდით
ინგრედიენტები:
- 250 გრამი სპაგეტი,
- 5 ცალი სოსისი,
- 2 ცალი ხახვი,
- 1 ცალი ბულგარული წიწაკა,
- 150 გრამი კონსერვირებული ბარდა,
- 50 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- 2 სუფრის კოვზი სოიოს ზეთი,
- გემოვნებით შავი პილპილი,
- გემოვნებით მარილი,
- გასაფორმებლად მწვანე ხახვი.
მომზადება:
- ავადუღოთ ქვაბშში წყალი და დაუმატოთ 1 სუფრის კოვზი მარილი.
- ადუღებულ წყალში ჩავყაროთ სპაგეტი და ვხარშოთ მომზადებამდე.
- ხშირათ ამოურიოთ რომ სპაგეტი არ მიიკრას ქვაბზე.
- მოხარშული სპაგეტი გადმოვიღოთ საწურზე და გადავავლოთ ცივი წყალი.
- ხახვი დავჭრათ წვრილად.
- ბულგარული წიწაკა დავჭრათ გრძელ წვრილ ნაჭრებად.
- სოსისი დავჭრათ რგოლებად.
- ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი, შემოვდაგათ ცეცხლზე, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
- 2 წუთის შემდეგ დაუმატოთ კონსერვირებული ბარდა და ამოურიოთ.
- 2 წუთის შემდეგ დაუმატოთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და ამოურიოთ.
- 2 წუთის შემდეგ დაუმატოთ რგოლებად დაჭრილი სოსისი და ამოურიოთ.
- 2 წუთის შემდეგ დაუმატოთ მარილი, შავი პილპილი, სოიოს სოუსი და ამოურიოთ.
- 2 წუთის შემდეგ დაუმატოთ ტაფაზე მოხარშული სპაგეტი, კარგად ამოურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან
- მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და მივირთვათ ცხლად.
- გემრიელად მიირთვით.