მისაყოლებელი

ყველის რულონი სტაფილოს შიგთავსით

ყველის რულონი სტაფილოს შიგთავსით

ყველის რულონი სტაფილოს შიგთავსით

ყველის რულონი სტაფილოს შიგთავსით

ინგრედიენტები:

  • 6 ნაჭერი ყველი,
  • 1 ცალი სტაფილო,
  • 2 სუფრის კოვზი მაიონეზი,
  • 3 ცალი მწვანე ხახვი,
  • 1 კბილი ნიორი,
  • 5-6 ღერი ოხრახუში,
  • გასაფორმებლად მწვანე სალათის ფურცლები,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. სტაფილო გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
  2. ოხრახუში დავჭრათ წვრილად
  3. ნიორი გადავატაროთ ნიორსაჭყლეტში
  4. თასში მოვათავსოთ გახეხილი სტაფილო, დაჭრილი მწვანილი, ნიორი, დაუმატოთ მაიონეზი, მარილი და კარგად აურიოთ ერთმანეთში.
  5. მიღებული შიგთავსი მოვათავსოთ ყველის ნაჭრებზე, გადავახვიოთ რგოლებად და შევკრათ მწვანე ხახვის ღეროთი.
  6. თეფშზე მოვათავსოთ მწვანე სალათის ფურცლებთან ერთად და მივიტანოთ სუფრაზე.
  7. გემრიელად მიირთვით.