ზღვის პროდუქტები, სალათები

კიბორჩხალას სალათა კვერცხით

კიბორჩხალას სალათა კვერცხით

კიბორჩხალას სალათა კვერცხით

კიბორჩხალას სალათა კვერცხით

ინგრედიენტები:

  • 250 გრამი კიბორჩხალას ჩხირები,
  • 350 გრამი კონსერვირებული სიმინდი,
  • 3 ცალი კვერცხი,
  • 150 მილილიტრი მაიონეზი,
  • 2 ცალი ხახვი (საშუალო ზომის),
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. კიბორჩხალას ჩხირები დავჭრათ წვრილ კუბიკებად.
  2. ხახვი დავჭრათ წვრილად. (თუ ხახვი ძალიან მწარეა დავასხათ ადუღებული წყალი და გავაჩეროთ 10 წუთი, შემდეგ გადაუწუროთ წყალი.)
  3. კვერცხი მოვხარშოთ, გავფცქვნათ და გავხეხოთ საშუალო ზომის სახეხზე.
  4. ხახვი, კიბორჩხალას ჩხირები და გახეხილი კვერცხი მოვათავსოთ სასალათეში და დაუმატოთ მარილი.
  5. დაუმატოთ მაიონეზი (იმდენი რომ არ გათხელდეს სალათა.)
  6. ავიღოთ თეფში, დავდოთ ცილინდრისებული გამჭოლი ფორმა (შეგიძლიათ გამოიყენოთ კონსერვირებული სიმინდის ბანკა თუ ორივე მხრიდან მოვაჭრით ბოლოებს) და ნელნელა ამოვავსოთ სალათით.
  7. ფრთხილად ავიღოთ ცილინდრი თეფშიდან ისე რომ სალათის სვეტი არ წაიქცეს.