მისაყოლებელი, სოუსები

ფეტა ნივრით და მწვანილით, სოუსის რეცეპტი

ფეტა ნივრით და მწვანილით

ფეტა ნივრით და მწვანილით.

სირთულე

მარტივი

დრო

60 წუთი

ულუფა

4

კალორია

150 კკალ.

ინგრედიენტები:

  • 4 ცალი მოზრდილი ნივრის კბილი,
  • 500 გრამი ყველი ფეტა,
  • 1 ჭიქა ჩვეულებრივი იოგურტი,
  • 5-6 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი,
  • მარილი გემოვნებით,
  • ახალი დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით,
  • მწვანილები(ქინძი, კამა, ოხრახუში) გემოვნებით.

მომზადება:

  1. ნიორი და მწვანილები დავჭრათ წვრილად.
  2. მოვათავსოთ ნიორი, მწვანილი, იოგურტი და ზეთი ბლენდერში,
  3. დავაბლენდეროთ სანამ არ მივიღებთ ერთიან მასას,
  4. დაუმატოთ ყველი ფეტა, მარილი, შავი პილპილი  და ისევ დავაბლენდეროთ.
  5. ჰერმეტულად დავხუროთ და შევდგათ მაცივარში ერთი საათით,
  6. გემრიელად მიირთვით.

ფეტა ნივრით და მწვანილით