სხვა

ერბო კვერცხი სოსისით და ყველით, რეცეპტები.

ერბო კვერცხი სოსისით

ერბო კვერცხი სოსისით და ყველით

ერბო კვერცხი სოსისით და ყველით

ინგრედიენტები:

  • 2 ცალი კვერცხი,
  • 2 ცალი სოსისი,
  • 1 ნაჭერი ყველი,
  • გემოვნებით მარილი,
  • გემოვნებით მცენარეული ზეთი.

მომზადება:

  1. სოსისი გავჭრათ სიგრძეზე ისე რომ ერთ მხარეს არ გავჭრათ ბოლომდე (დავტოვოთ სოსისი გაუჭრელი დაახლოებით 1.5 სანტიმეტრი)
  2. ყველი დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად.
  3. გაჭრილი სოსისს მოუღუნოთ გვერდები, მივცეთ გულის ფორმა და დავამაგროთ ჩხირით ისე რომ არ გაიხსნას.
  4. ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი, ფრთხილად დავალაგოთ შეკრული სოსისი ტაფაზე და შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე.
  5. 5 წუთის შემდეგ ამოვაბრუნოთ სოსისი, ფრთხილად ჩავახალოთ კვერცხი, მოვაყაროთ კვერცხზე ზემოდან 2-3 ცალი ყველის კუბიკი, მოვაყაროთ მარილი და შეწვწათ კიდევ 5 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე.
  6. შემწვარი კვერცხი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.
  7. გემრიელად მიირთვით.

Related Posts