ქათმის მწვადი
ქათმის მწვადი
ინგრედიენტები:
- 300 გრამი ქათმის ფილე,
- 50 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით წიწაკა დაფქული,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ქათმის ფილე გავრეცხოთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა ყველა მხრიდან და გავაჩეროთ 10 წუთი.
- 10 წუთის შემდეგ დავჭრათ სასურველი ზომის კუბიკებად.
- ქათმის ფილეს კუბიკები ფრთხილად წამოვაგოთ შამფურზე.
- გავაცხელოთ ტაფა, დავასხათ მცენარეული ზეთი, დავალაგოთ მწვადი და შევწვათ ყველა მხრიდან.
- მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.