ბოსტნეული, სალათები

კარტოფილის სალათა ბროწეულით, რეცეპტი.

კარტოფილის სალათა ბროწეულით

კარტოფილის სალათა ბროწეულით

კარტოფილის სალათა ბროწეულით

ინგრედიენტები:

  • 800 გრამი კარტოფილი,
  • 1 ცალი ბროწეული,
  • 3 ცალი ხახვი,
  • 15 გრამი კამა,
  • გემოვნებით წიწაკა,
  • გემოვნებით მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. კარტოფილი მოვხარშოთ გავფცქვანთ და დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად.
  2. ბროწეული გავარჩიოთ.
  3. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა.
  4. კამა და წიწაკა დავჭრათ წვრილად.
  5. ავიღოთ საშუალო ზომის ქვაბი, ჩავასხათ მცენარეული ზეთი, ჩავყაროთ ხახვი და მოვშუშოთ საშუალო ცეცხლზე.
  6. მოშუშულ ხახვს დაუმატოთ კარტოფილი და გავაჩეროთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთის განმავლობაში (დროთა განმავლობაში ამოურიოთ რომ არ მიიკრას ქვაბზე).
  7. შემდეგ დავაყაროთ ბროწეული, კამა, წიწაკა, ამოურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

Related Posts