ბოსტნეული, სალათები

სალათა Salute, უგემრიელესი სალათის რეცეპტი.

სალათა Salute

სალათა Salute

სალათა Salute

ინგრედიენტები:

  • 1 ცალი ყაბაყი,
  • 3 ცალი ბადრიჯანი,
  • 1 ცალი სტაფილო,
  • 1 ცალი ხახვი,
  • 10 გრამი კამა,
  • 10 გრამი ოხრახუში,
  • 4 ცალი ბულგარული წიწაკა,
  • 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • 1 ცალი პამიდორი,
  • გემოვნებით შავი პილპილი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ყაბაყი გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ ალყა-ალყა.
  2. ბადრიჯანი გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ ალყა-ალყა.
  3. სტაფილო გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ თხელ რგოლებად.
  4. ბულგარული წიწაკა გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ ალყა-ალყა.
  5. ხახვი გავრეცხოთ, გავფცქვნათ და დავჭრათ ალყა-ალყა.
  6. კამა, ოხრახუში გავრეცხოთ და დავჭრათ წვრილად.
  7. ავიღოთ ტაფა დავასხათ მცენარეული ზეთი.
  8. დავალაგოთ ტაფაზე ბადრიჯანი, ყაბაყი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, ხახვი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში.
  9. შეწვის დროს ფრთხილად ამოურიოთ 2-3-ჯერ.
  10. მოვაყაროთ შავი პილპილი, მარილი, კამა; ოხრახუში და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
  11. ერძი გადმოვიღოთ ლანგარზე გავაფორმოთ პამიდვრით და მივირთვათ ცხლად.

Related Posts