პომიდვრის წვნიანი. საზაფხულო კერძის რეცეპტი
სირთულე
მარტივი
დრო
20 წუთი
ულუფა
4
კალორია
100 კკალ.
ინგრედიენტები:
- 160 გრამი კარაქი
- 2 ცალი საშუალო ზომის ხახვი
- 5 ცალი დარბილებული პომიდორი
- მარილი გემოვნებით
- შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება:
- ქვაბში მოათავსეთ კარაქი და ურიეთ სანამ გადნება.
- შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და შუშეთ.
- როდესაც შეწითლდება ხახვი, დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი კანგაცლილი პომიდორი და შუშეთ კიდევ 7-8 წუთი.
- დაუმატეთ 3 ჭიქა წყალი.
- როდესაც წამოდუღდება დაუმატეთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.
- მიღებული მასა ჩაასხით ბლენდერში და დააბლენდერეთ.
- სუფრაზე მიტანის წინ შეგიძლიათ გააფორმოთ წვრილად დაჭრილი მწვანილით.
- გემრიელად მიირთვით.