ხორცეული

ინდაურის საცივი აჭარულად . გემრიელი და სასარგებლო.

ინდაურის საცივი აჭარულად . გემრიელი და სასარგებლო.

ინდაურის საცივი აჭარულად

სირთულე

საშუალო

დრო

60 წუთი

ულუფა

8

კალორია

605 კკალ.

ინგრედიენტები:

  • ინდაური,
  • 4 ჩაის ჭიქა ნიგოზი,
  • 400 გრამი ხახვი,
  • 3 ცალი კვერცხი,
  • ნიორი გემოვნებით,
  • ხმელი სუნელი გემოვნებით,
  • წიწაკა გემოვნებით,
  • მარილი გემოვნებით,

მომზადება:

  1. გასუფთავებული , გარეცხილი ინდაური მოვათავსოთ ქვაბში და მთლიანად მოვხარშოთ.
  2. ნახარშს მოვხადოთ ცხიმი და ამ ცხიმში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
  3. ცალკე დავნაყოთ ნიგოზი, ჩავალესოთ კვერცხის გული (ვლესოთ კარგა ხანს).
  4. შემდეგ ამაშივე ავურიოთ კარგად დანაყილი ხმელი სუნელი, ნიორი, წიწაკა და გავხსნათ ინდაურის ნახარშში.
  5. მოხარშულ ინდაურს მოვაყაროთ მარილი, გავაცივოთ, დავჭრათ და მოვასხათ გამზადებული, გაცივებული წვენი.
  6. გემრიელად მიირთვით.

ინდაურის საცივი აჭარულად . გემრიელი და სასარგებლო