წვნიანი, ხორცეული

ძროხის ხორცის სუპი პამიდვრით . მარტივი რეცეპტი.

ძროხის ხორცის სუპი პამიდვრით

ძროხის ხორცის სუპი პამიდვრით

სირთულე

მარტივი

დრო

60 წუთი

ულუფა

8

კალორია

550 კკალ.

ინგრედიენტები:

  • 1 კილოგრამი ძროხის ხორცი,
  • 1 კილოგრამი პამიდორი,
  • 2-3 თავი ხახვი,
  • 2-3 ცალი დაფნის ფოთოლი,
  • 4 ცალი კვერცხი,
  • 2 ძირი ნიახური,
  • 2 ძირი ოხრახუში,
  • პილპილი გემოვნებით,
  • მარილი გემოვნებით.

მომზადება:

  1. ძროხის ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.
  2. ძროხის ხორცი გავრეცხოთ, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და შემოვდგათ ცეცხლზე მოსახარშად.
  3. როდესაც წყალი ადუღდება მოვხადოთ ქაფი.
  4. დავამატოთ ქვაბში დაფნის ფოთოლი, ხახვი, ოხრახუში, ნიახური და პილპილის მარცვლები.
  5. როცა ხორცი მოიხარშება, წვენი გავწუროთ და ისე დავასხათ ხორცს.
  6. პამიდორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  7. გატარებული პამიდორი მოვხარშოთ ცალკე ქვაბში, გავწუროთ საცერზე და დავასხათ ხორცს.
  8. დავუმატოთ მარილი და ამის შემდეგ ვადუღოთ კიდევ 10-15 წუთი.
  9. გამორთვის წინ თანდათანობით ავურიოთ შიგ კარგად გათქვეფილი კვერცხი.
  10. გემრიელად მიირთვით.

ძროხის ხორცის სუპი პამიდვრით