ბოსტნეულის რულეტი ქათმის ფილეთი
ბოსტნეულის რულეტი
- 6 ცალი თხელი ლავაში,
- 300 გრამი ქათმის ფილე,
- 5 ცალი მწვანე ხახვი,
- 4 ცალი კარტოფილი,
- 3 ცალი სტაფილო,
- 50 გრამი სალათის ფურცლები,
- გემოვნებით მარილი,
- სოუსისთვის:
- 50 მილილიტრი მაიონეზი,
- 1 ცალი კიტრი,
- 2 კბილი ნიორი,
- 10 გრამი კამა,
- გემოვნებით შავი პილპილი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- სოუსი:
- კიტრი გავრეცხოთ, გავფცქვნათ, გავჭრათ შუაზე და ნახევარი გავხეხოთ წვრილ სახეხზე. ნახევარი შევინახოთ გასაფორმებლად.
- ნიორი დავჭრათ წვრილად.
- კამა დავჭრათ წვრილად.
- ავიღოთ პატარა სასალათე ჩავასხათ მაიონეზი დაუმატოთ კამა, ნიორი, კიტრი, მარილი, შავი პილპილი და აურიოთ კარგად.
- სოუსი მზადაა.
- კარტოფილი გავრეცხოთ, მოვხარშოთ, გავფცქვნათ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
- სტაფილო გავრეცხოთ, მოვხარშოთ, და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
- ქათმის ფილე მოვხარშოთ და დავჭრათ წვრილად.
- ხახვი დავჭრათ წვრილად.
- სალათის ფურცლები დავჭრათ წვრილად.
- ავიღოთ თხელი ლავაში გავშალოთ და გადაუსვათ მომზადებული სოუსი.
- მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და სალათის ფურცლები.
- მოვაყაროთ მსხვილად გახეხილი კარტოფილი და სტაფილო.
- მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქათმის ფილე.
- შეგვიძლია დაუმატოთ მარილი გემოვნებით.
- გადავაფაროთ მეორე თხელი ლავაში ზევიდან და გადავახვიოთ.
- გადახვეული რულეტი დავჭრათ ჩვენთვის სასურველ სისქის ნაჭრებად გადმოვიღოთ ლანგარზე და გავაფორმოთ კიტრის თხელი ნაჭრებით და წვრილად დაჭრილი ხახვით.
- გემრიელათ მიირთვით.