ბრინჯის სალათა
ბრინჯის სალათა
ინგრედიენტები:
- 250 გრამი ბრინჯი,
- 1 ცალი სტაფილო,
- 3 ცალი ხახვი,
- 3 ცალი ბულგარული წიწაკა (წითელი),
- 5 გრამი კამა,
- 50 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით შავი პილპილი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ქვაბში ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ 1 სუფრის კოვზი მარილი და შემოვდგათ ცეცხლზე.
- წყალი რომ ადუღდება ჩავყაროთ გარეცხილი ბრინჯი და მოვხარშოთ.
- მოხარშული ბრინჯი ამოვიღოთ საწურზე და გადავავლოთ ცივი წყალი.
- ხახვი დავჭრათ წვრილად.
- ბულგარული წიწაკას გამოვაცალოთ შიგთავსი და დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად.
- სტაფილო გავრეცხოთ, გავასუფთავოთ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
- კამა დავჭრათ წვრილად.
- გავაცხელოთ ტაფა, დავასხათ მცენარეული ზეთი, დავაყაროთ სტაფილო, ბულგარული წიწაკა, ხახვი და მოვშუშოთ.
- მოშუშულ მასას დაუმატოთ მოხარშული ბრინჯი, ავურიოთ და დავდგათ დაბალ ცეცხლზე 5 წუთით.
- დავუმატოთ მარილი, შავი პილპილი, კამა და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
- მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.
- გემრიელათ მიირთვით.